"იუნაიტედის" ახალი კაპიტნის ვინაობა ცნობილია

14-06-2018, 00:48

"წითელი ეშმაკების" ინგლისელმა კაპიტანმა მაიკლ კარიკმა დედაქალაქელების რიგებში 12 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ კლუბი დატოვა, ამიტომაც მაურინიოს მოუწია ახალი ლიდერი აერჩია.

პორტუგალიელმა სპეციალისტმა ორი ფეხბურტელი შეარჩია. დავიდ დე ხეასა და ანტონიო ვალენსიას სახით.

ვალენსია კლუბს უკვე 9 წელია რაც იცავს. იგი ინგლისელებს რონალდუს შემცვლელის სახით მოევლინა, თუმცა ტრენერმა მას უკან თამაშის ალტერნატივა შესთავაზა და ამიტომაც დაცვაში გადანაცვლება მოუწია.

ესპანელი მეკარე კი ყოველ წელს თავი სმაქსიმუმს აკეთებს. გასულ სეზონში მან  პრემიერ ლიგის საუკეთესო მეკარისა და  "მანჩესტერი უანაიტედის" სეზონის მოთამაშის წოდება მიიღო

რა თქმა უნდა სამკლაურს გოლკიპერი უფრო ხშირად მოირგებს, რადგან ვალენსიას დიეგო დალო უწევს კონკურენციას.

ხელმძღვანელობამ კაპიტნობისთვის გუნდში აირჩია ერთი საუკეთესო და ერთი ვეტერანი ფეხბურთელი. ალბათ ყველა მიხვდება,  ვის რომელი წოდება ეკუთვნის. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით