გულშემატკივარი მარსიალის წასვლას ითხოვს

15-06-2018, 18:32

2015 წელს "მონაკოს" რიგებიდან "წითელ ეშმაკებს" ანტონიო მარსიალი შეუერთდა, რომელმაც პირველი ორი წელი  მშვენივრად ჩაატარა თავის კლუბში, თუმცა 2017/18 წლის სეზონში მწვრთნელის ყურადღება დიდად ვერ მიიქცია.

გუნდს ალექსი სანჩესი შეუერთდა, რამაც კონკურენცია დაძაბა. მისი ისედაც მცირე სათამაშო დრო კიდევ უფრო შემცირდა. ამან საბოლოოდ გამოიღო ის შედეგიც, რომ ფრანგი საკუთარი ქვეყნის ეროვნული ნაკრების განაცხადში ვერ მოხვდა. ფეხბურთელის აგენტმა ამის შესახებ განცხადება გააკეთა.

"3 წლის განმავლობაში მარსიალის ოცნებები მხოლოდ "იუნაიტედზე" იყო მიმართული. მან კლუბისთვის მაქსიმუმი გაიღო. გულშემატკივარს თავი ძლიან შეაყვარა და რო არა ისინი, გუნდს უფრო ადრეც დატოვებდა".

"ცვლილებების დროა, რადგან მაურინიო მას აღარ ენდობა და ჩვენ აქ გაჩერებას არ ვაპირებთ, ასე რომ უნდა წავიდეთ "ოლდ ტრაფორდიდან", განაცხადა აგენტმა.

სოცილაურ ქსელში ფაები  იმას ითხოვენ, რომ ფეხბურთელს წასვლის უფლება მისცენ, მიუხედადავ იმისა, რომ 2 წლის წინ მას კოშკებს უგებდნენ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბელგიურმა პრესამ ჩაკვეტაძის ტრანსფერი დაადასტურა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით