• 13-08-2023
    ნეიმარმა არაბებს მწვანე შუქი აუნთო - საგა დასრულებულია
    ნეიმარმა არაბებს მწვანე შუქი აუნთო - საგა დასრულებულია
    Author of the article
    Aa

    ისეთი ცნობილი ჟურნალისტები, როგორებიც მატეო მორეტო და სანტი აუნა არიან, ადასტურებენ, რომ ნეიმარ ჟუნიორმა არაბულ "ალ ჰილალს" ტრანსფერზე მწვანე შუქი აუნთო.

    RMC Sports-ის ინფორმაციით, საუდის არაბეთში გატარებული 2 სეზონის განმავლობაში ბრაზილიელი მეგავარსკვლავ 180 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

    ამავე მედიასაშუალების ჟურნალისტი ფაბრის ჰოკინსი იუწყება, რომ "პარი სენ ჟერმენს" 60 მილიონ ევროს გადაუხდიან. "ალ ჰილალსა" და "პსჟ-ს" შორის შეთანხმება უკვე რამდენიმე საათის შემდგარი გახლდათ, ახლა კი ამას ნეის გადაწყვეტილებაც დაერთო.

    ამ ყველაფრიდან გამომდინარე, 31 წლის შემტევის "ბარსელონაში" დაბრუნება უკვე გამორიცხულად უნდა ჩავთვალოთ.

    შეგახსენებთ, რომ ესპანურ პრესაში გაჟღერებული ცნობების მიხედვით, ნეიმარის კატალონიურ გრანდში დაბრუნების მთავარ შემაფერხებლად ჩავი ერნანდესი იქცა.

    Facebook კომენტარები