ანჩელოტი: "ბარსელონას" არასდროს გავწვრთნი"

16-06-2018, 14:10

იტალიური "ნაპოლის" მოქმედმა და მადრიდული "რეალის" ყოფილმა იტალიელმა მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ პრესასთან კატალონიის "ბარსელონაზე" ისაუბრა და განაცხადა, რომ მისთვის "ბლაუგრანას" თავკაცობა სირცხვილია.

"ადრე მადრიდის "რეალს" ვწვრთნიდი და ვთვლი, რომ ჩემი განვლილი წარსულის და მადრიდული გუნდის გამო "ბლაუგრანას" თავკაცობა დიდი სირცხვილი იქნება. სწორედ ამიტომ, დარწმუნებით შემიძლიათ გითხრათ, რომ კატალონიურ გრანდს არასდროს არ ვუხელმძღვანელებ".

"ბარსას" გარდა არის კიდევ ერთი გუნდი, სადაც სამწვრთნელო კარიერის გაგრძელება არ მინდა. წარსულში "მილანს" ვთავკაცობდი და აქედან გამომდინარე გუნდი, რომელსაც მომავალს არასდროს დავუკავშირებ ეს "ინტერია", - განაცხადა "პაპა კარლომ" იტალიურ პრესასთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ რეჯოლოელი სპეციალისტი "ნაპოლიში" ამა წლის მაისში მიუნხენის "ბაიერნიდან" გადაბარგდა.



  • messi10
  • 16 ივნისი 2018 14:12
კარლიტო მაგარი კაცია

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბელგიურმა პრესამ ჩაკვეტაძის ტრანსფერი დაადასტურა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით