პოგბა "იუვეში" დაბრუნებაზე საუბრობს

16-06-2018, 19:26

"მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგმა ნახევარმცველმა პაულ ლაბილე პოგბამ "იუვენტუსში" შესაძო დაბრუნებაზე და საფრანგეთის ნაკრებზე ისაუბრა.

"იუვეში" დაბრუნება? ამჟამად მხოლოდ საფრანგეთის ნაკრებზე და მსოფლიოზე ვარ კონცენტრირება. აუცილებელია გაგებით მოვეკიდო საქმეს. ვიცოდით, რომ  ავსტრალიასთან რთული თამაში გველოდა. კარგია, რომ გავიმარჯვეთ და სამი ქულა მოვიპოვეთ ".

"დიახ, პაულო დიბალასთან ნამდვილად ვისაუბრე, თუმცა მე რომ უმტიტისთან (სამუელ) ვისაუბრო ეს ჩემს "ბარსაში" ტრანსფერს ხომ არ ნიშნავს? მომავალზე საუბარი ჯერ ადრეა", - განაცხადა პოგბამ.

25 წლის ფეხბურთელის გოლმა საფრანგეთის ნაკრებს სამი ქულა მოაპოვებინა. შემდეგ მატჩს "მამლები" 21 ივნისს 19 საათზე პერუს წინააღმდეგ გამართავენ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბელგიურმა პრესამ ჩაკვეტაძის ტრანსფერი დაადასტურა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით