პელე: "ნეიმარმა სწორი ნაბიჯი გადადგა"

16-06-2018, 21:09

ბრაზილიელმა "ფეხბურთის ღმერთად" წოდებულმა პელემ კატალონიის "ბარსელონას" ყოფილ და ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" მოქმედ ფეხბურთელზე, ნეიმარ ჟუნიორზე ისაუბრა.

"არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ ჩემი აზრით, ნეიმარმა "პსჟში" გადასვლით სწორი და კარგი ნაბიჯი გადადგა, რადგანაც ის კატალონიურ გრანდში ყოველთვის "ბარსას" არგენტინელი ლიდერის, ლიონელ მესის ჩრდილში იყო".

"პარიზში მას არნახული შესაძლებლობები აქვს. ჩემს თანამემამულეს აქვს შანსი იყოს საუკეთესო და ვფიქრობ, რომ სულ ცოტა ხანში მას ამაში ხელს ვერავინ შეუშლის".

"ნეიმარი ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია და მჯერა, რომ ის ყველაფერს შეძლებს".

"ნეიმარის მნიშვნელობას მისი ფასიც ამართლებს. დღეს მხოლოდ და მხოლოდ 2-3 ფეხბურთელი მოიძებნება ისეთი, რომელიც ამხელა თანხა ღირს", - განაცხადა პელემ პრესასთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი ფრანგულ გრანდში გასულ წელს 222 მილიონის სანაცვლოდ გადაბარგდა.



  • messi10
  • 16 ივნისი 2018 21:10
vai she shavo kaco

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

იეს თორუპი" გიორგი ახალი წლის შემდეგ დაბრუნდება"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით