ბეილის შესახებ ყველაფერი გარკვეულია

17-06-2018, 12:31

Marca-ს ინფორმაციით, მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი გარეთ ბელი "სამეფო კლუბში" დარჩენას გეგმავს. როგორც ირკვევა, უელსელმა გუნდის ხელმძღვანელობასთან ისაუბრა და წასვლა გადაიფიქრა. 

წყაროს ცნობით, ბრიტანელ გარემარბს "თეთრების" ძირითადში თამაში სურს და ზიდანის წასვლის შემდეგ, დიდი ალბათობით, ბეილი სათადარიგოთა სკამიდან მწვანე მინდორზე გადაინაცვლებს. 

გეტყვით, რომ ესპანელთა რიგებში ცვლილებაა და ფრანგი ზინედინის ნაცვლად მომავალი სეზონიდან ხულენ ლოპეტეგი უხელმძღვანელებს კლუბს, რომელიც "ფურია როხას" მთავარი წვრთნელობიდან დაითხოვეს. მიზეზი კი "რეალთან" ფარული მოლაპარაკებები აღმოჩდა. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბელგიურმა პრესამ ჩაკვეტაძის ტრანსფერი დაადასტურა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით