დე ხეამ გადაწყვეტილება მიიღო

18-06-2018, 11:31

"The Sun"-ის ინფორმაციით, ესპანეთის ნაკრებისა და "მანჩესტერ იუნიატედის" მეკარე, დავიდ დე ხეა, „წითელი ეშმაკების“ ღირსებას მომდევნო 5 წელი დაიცავს. წყაროს ცნობით, მსოფლიო ჩემპიონატზე ცუდი სტარტის მიუხედავად, „ფურია როხას“ გოლკიპერმა ბრიტანელთა წინადადება მიიღო. 

გეტყვით, რომ დე ხეას შეძენა მადრიდის რეალს სურდა, თუმცა, როგორც ჩანს ესპანელებმა ცივი უარი მიიღეს. შეგახსენებთ, დე ხეა "მანჩესტერში" 2011 წლიდან ასპარეზობს. 315 შეხვედრაში 310 გოლი გაუშვა. 

ესპანური პრესა იუწყება, რომ უარის შემდეგ, პერესი ისევ ალისონს მიუბრუნდა, თუმცა, ვინც ალისონის კომენტარს გაეცნო, მიხვდება, „გლადიატორთა“ მეკარე ფლორენტინოს „გადმოგდებულ“ 50 მილიონზე მადრიდში არ ჩავა. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბელგიურმა პრესამ ჩაკვეტაძის ტრანსფერი დაადასტურა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით