მესი: "თუ "ბარსა" ამას გააკეთებს, გუნდს დავტოვებ"

18-06-2018, 21:02

მუჰამედ სალაჰის შეძენით რომ არაერთი ევროპული გრანდია დაინტერესებული, ეს ამბავი არახალია. დღეს ამ თემასთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა.

ესპანური გამოცემა Don Balon-ის ცნობით, ლიონელ მესის თავის გუნდში ეგვიპტელი ფეხბურთელის ხილვა არ სურს. როგორც ცნობილია, მას არცთუ კარგი დამოკიდებულება აქ სალაჰთან.

წყაროს ცნობით, არგენტინელი იმდენად ეწინააღმდეგება ზემოხსენებულ ტრანსფერს, რომ სალაჰის გადმოსვლის შემთხვევაში იგი გუნდიდან წასვლითაც კი იმუქრება.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად ორივე ფეხბურთელი მუნდიალზე იმყოფება და ეგვიპტელის მომავალი დიდი ალბათობით, სწორედ მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ გაირკვევა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბელგიურმა პრესამ ჩაკვეტაძის ტრანსფერი დაადასტურა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით