რონალდო გამოტყდა - რატომ მოუშვა მან წვერი?

20-06-2018, 22:15

დღეს პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ლიდერი, კრისტიანო რონალდო მაროკოსთან შეხვედრაში ახალი სტილით წარსდგა.

33 წლის ფეხბურთელმა სრულიად გაპარსვის ნაცვლად ბლანჟე დაიტოვა, მსგავსი წვერის სტილი კი მისგან არასდროს გვახსენდება. ამ თემაზე კომენტარი თავად კრისტიანომაც გააკეთა.

"პირველად აქ როცა გავიპარსე ნიკაპთან წვერის დატოვებაზე დავფიქრდი."

"ამის შემდეგ გამოვიდა კუარეჟმა და სანაძლეო დამიდო, რომ თუ ესპანეთს გოლს გავუტანდი მაშინ მთელი ჩემპიონატის მანძილზე ბლანჟე უნდა მეტარებინა."

"როგორც ხედავთ მან გაიმარჯვა, მე კი პირობის ასრულება მიწევს." - აცხადებს რონალდო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბელგიურმა პრესამ ჩაკვეტაძის ტრანსფერი დაადასტურა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით