ევრა: "რონალდოს სახლში არასდროს ესტუმროთ"

21-06-2018, 20:43

"მანჩესტერ იუნაიტედის"  ყოფილმა განაპირა მცველმა პატრის ევრამ კრიშტიანუ რონალდუს სახლში მასპინძლობის შესახებ სახალისო ამბავი გაიხსენა.

"როცა ვარჯიში დასრულდა რონიმ თავის სახლში სავახშმოდ დამპატიჟა. იმდენად დაღლილი ვიყავი, რომ  ფიქრის თავიც არ მქონდა, პირდაპირ დავეთანხმე და გავყევი".

"როგორც იქნა  დავსხედით სუფრასთან. სალათების ფართო არჩევანი მქონდა და მათთან ერთდ ქათამიც. ჯერ ხორცს არ გავკარებივარ და მცენარეულით დავიწყე საკვების მირთმევა. როგორც იქნა მოვრჩი პირველ ულუფას და ველოდები როდის შევექცევი ქათამს, თუმცა კრიშტი წაამოხტა და თქვა წამოდი ვივარჯიშოთო".

"რა თქმა უნდა ვცადე გადამეფიქრებინა და ვკითხე შეიძლებოდა თუ არა გამეგრძელებინა ვახშამი, თუმცა მან უარით მომმართა. ცოტახნით ბურთით ვითამაშეთ, შემდეგ წყალში გადავინაცვლეთ. ჯერ აუზში ვცურაობდით, შემდეგ ჯაკუზში".

"მოკლედ რჩევას მივცემ ყველას. თუ რონალდუმ სავახშმოდ მიგიწვიათ, იმის იმედი არ გქონდეთ, რომ დანაყრდებით, უბრალდო ვარჯიში მოგიწევთ, თან ბერვის. ის ადამიანი არაა, ის მანქანაა, რომელიც სულ შრომობს, რათა ფორმაში იყოს", - განაცხადა ევრამ. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბელგიურმა პრესამ ჩაკვეტაძის ტრანსფერი დაადასტურა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით