შეთანხმება შედგა - "იუვენტუსის" შემდეგი გაჩერება კანსელოა

22-06-2018, 11:26

"Sportdeporte"-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ევრე ჩანის ტრანსფერის შემდეგ ტურინის "იუვენტუსი" კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტრანსფერის დახურვასთან არია ახლოს. ამჯერად "ბებერი ქალბატონი" ჟოაო კანსელოს შეძენის პროცესს ასრულებენ.

"ვალენსიას" მფლობელობაში მყოფი პორტუგალიელი ვინგერი, რომელმაც გასული სეზონი იჯარის წესით "ინტერში" გაატარა, "იუვეს" მესვეურებს შეხვდა და თავისი დასტურით ტრანსფერის განხორციელებას შეუწყო ხელი. 

რაც შეეხება კლუბებს შორის მოლაპარაკებებს, ამ შემთხვევაშიც საქმე რიგზეა, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ესპანელები და იტალიელები თანხის გადახდის ვადებზე ვერ თანხმდებიან. ტურინელებს სურთ, რომ 40 მილიონი ევრო, რომელზეც "ვალენსია" დაითანხმა, რამდენიმე წელზე გადაანაწილოს, თუმცა "ღამურები" ჯერჯერობით უარზე არიან.

ცნობისთვის, 24 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში "ნერაძულის" მაისურით სერია ა-ში მოედანზე 26-ჯერ გამოჩნდა, აქტივში კი 1 გატანილი გოლი და 4 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბელგიური მედია: "პჟ"-სა და "იუნაიტედის" სკაუტები ჩაკვეტაძეს აკვირდებიან"

დაგვიმეგობრდით