პოგბა და "ბარსელონა" თითქმის შეთანხმდნენ

22-06-2018, 12:14

"Don Balon"-ის ინფორმაციით, კატალონიის "ბარსელონა" პოლ პოგბას შეძენას შეეცდება, რომელიც ამჟამად "მანჩესტერ იუნიატედის" ღირსებას იცავს. წყაროს ცნობით, "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობა ფრანგი ნახევარმცველის თამაშით მოხიბლულია და აგენტებს მსოფლიო ჩემპიონატზე აგზავნის, რომელსაც რუსეთი მასპინძლობს. 

როგორც ირკვევა, პოგბას შეძენა პირადად ვალვერდეს ინტერესშია და მის სანაცვლოდ 120 მილიონი ევროს გადახდას აპირებს. ჯერჯერობით უცნობია შედეგბა თუ არა ტრანსფერი, თუმცა არაა გამორიცხული ჟოზე მოურინიომ სოლიდურ თანხაზე უარი ვერ სთქვას და პოლი "წითელი ეშმაკებიდან" ისევ წავიდეს. 

შეგახსენებთ, პოგბა ინგლისელთა რიგებში პირველად 2011-2012 წლებში ასპარეზობდა. 2012-2016 წლებში კი იუვენტუსის ღირსებას იცავდა და ბოლოს ისევ "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნდა. 



  • rename
  • 22 ივნისი 2018 12:33
პოგბას 200 მილიონზე ნაკლებად, არ გაუშვებენ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბელგიურმა პრესამ ჩაკვეტაძის ტრანსფერი დაადასტურა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით