მარადონა: "არგენტინის საშინელი თამაში ამის დამსახურებაა"

23-06-2018, 17:57

რამდენიმე საათის წინ, მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ, დიეგო არმანდო მარადონამ კატალონიის "ბარსელონასა" და არგენტინის ეროვნული ნაკრების ლიდერზე, ლიონელ მესიზე ისაუბრა.

"მესიმ თავის მაქსიმუმი გააკეთა და მოგებისთვის ბოლომდე იბრძოლა. დამერწმუნეთ, რთულია თანაგუნდელების გვერდში დგომის გარეშე პრობლემები ყველა პრობლემა მოაგვარო".

"მესი ნაკრებს კარგად არ იცნობს. მან არ იცის გუნდელების თვისებები და სურვილები, სწორედ ამიტომ მას მხოლოდ ბურთი სჭირდება, ბურთი კი თანაგუნდელებს ლეომდე ვერ მიაქვთ".

"ვფიქრობ, რომ მთავარი ორგანიზებისა და გუნდურობის პრობლემაა. არგენტინა ნაკლებადაა შეთამაშებული".

"მესი პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ მარტო ის მუნდიალის მოგებას ვერ შეძლებს. არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ პრობლემა არა სამპაოლიში, არამედ არგენტინის ფეხბურთის ფედერაციაშია", - თქვა მარადონამ.

ცნობისთვის, არგენტინას ორი ტურის შემდეგ 1 ქულა აქვს და ბოლო ადგილს იკავებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბელგიურმა პრესამ ჩაკვეტაძის ტრანსფერი დაადასტურა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით