ჯერარდმა სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობა დაიწყო

24-06-2018, 10:31

"Goal.com"-ის ინფორმაციით, "რეინჯერსის" ახალი მწვრთნელი, სტივენ ჯერარდი, პირველ ტრანსფერს აანონსებს. წყაროს ცნობით, ინგლისელმა სპეციალისტმა ახალგაზრდა უმარ სადიქს დაადგა თვალი.

სადიქი საფეხბურთო კლუბ "რომას" ფეხბურთელია, მაგრამ „გლადიატორთა“ მესვეურებმა ნიგერიელი "ბრედაში" გაანათხოვრეს. 21 წლის ფეხბურთელის ამჟამინდელი ღირებულება 1.8 მილიონი ევროა. 

შეგახსენებთ, ჯერარდი შოტლანდიურ გრანდში 2017-18 წლების სეზონის ბოლოს მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

იეს თორუპი" გიორგი ახალი წლის შემდეგ დაბრუნდება"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით