• 15-08-2023
    დენის ზაქარია “მონაკოს” შეუერთდა
    დენის ზაქარია “მონაკოს” შეუერთდა

    26 წლის შვეიცარიელი ფეხბურთელი, დენის ზაქარია კარიერას “მონაკოში” გააგრძელებს. ინფრომაციას ფრანგული გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

    საგულისხმოა, რომ ახალგაზრდა მოთამაშემ “მონაკოსთან” კონტრაქტს ხელი 2028 წლის ზაფხულამდე მოაწერა.

    “მონაკომ” ტურინის “იუვენტუსს” 26 წლის ფეხბურთელში 20 მილიონი ევრო გადაუხადა.

    ცნობისთვის, ზაქარია გასულ სეზონში იჯარის წესით ლონდონის “ჩელსიში” ასპარეზობდა, სადაც არცთუისე დასამახსოვრებელი სეზონი გამოუვიდა.

    Facebook კომენტარები