"ლივერპულის" მორიგი ცდა

27-06-2018, 11:10

"The Sun"-ის ინფორმაციით, საფეხბურთო კლუბ "ლივერპულის" ხელმძღვანელობა ნაბილ ფეკირის შესაძენად ახალ შეთავაზებას ამზადებს. წყაროს ცნობით, ინგლისელები ლიონში იმყოფებიან. 

როგორც ირკვევა, "მერსისაიდული" გრანდის ინტერესი ფეკირის მიმართ დიდია და მის სანაცვლოდ 158 მილიონის გადახდას აპირებენ. აღსანიშნავია, რომ ნაბილის ყიდვა პირადად იურგენ კლოპს სურს. 

შეგახსენებთ, ფეკირმა გასულ სეზონში 21 გოლი გაიტანა. დავძენთ, რომ ფეხბურთელსა და კუნძულელთა შორის ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ბოლო წამს ფრანგმა "ლივერპულთან" კონტრაქტის დადება იუარა. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"აოხრებებით ირლანდიამ თემურლენგს გადაასწრო" - ქართველი ქომაგების განცხადებები ნაკრების მარცხის შემდეგ

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით