"მილანი" ტუნისელთან აგვარებს

27-06-2018, 12:01

იტალიური მედიის ინფორმაციით, საფეხბურთო კლუბი "მილანი" მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ტუნისის ნაკრების ფეხბურთელის, ფერჯანი სასის, შეძენას შეეცდება.

წყაროს ცნობით, "როსონერის" მესვეურებსა და აფრიკელ მოთამაშეს შორის მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. გეტყვით, რომ ნახევარმცველის დამატება "ნაპოლისაც" სურს, მაგრამ ნეაპოლიტანური გუნდი ამ ეტაპზე ოფიციალურ განცხადებას არ აკეთებს. 

შეგახსენებთ, სასი ევროპულმა საფეხბურთო ოჯახმა მუნდიალიდან გაიცნო. ამჟამად ტუნისელი "ალ-ნასრის" ღირსებას იცავს. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბელგიურმა პრესამ ჩაკვეტაძის ტრანსფერი დაადასტურა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით