როისი "სიტიში"?!

27-06-2018, 16:44

"Goal. com"-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ სიტი" მარკო როისის შეძენას შეეცდება. წყაროს ცნობით "ქალაქელები" გერმანელის სანაცვლოდ 45 მილიონის გადახდას აპირებენ.

როგორც ირკვევა, დორტმუნდის "ბორუსიას" შემტევი კლუბის გამოცვლაზე ფიქრობს, რადგან "ბუნდესლიგაში" ძირითადად ტრავმებს ებრძვის და სათამაშო დროც ნაკლები აქვს.

"Bild"-ის თქმით, მხარეებმა მოლაპარაკებები უკვე დაიწყეს და არაა გამორიცხული მარკო მომავალ სეზონში ინგლისში აღმოჩნდეს.  შეგახსენებთ, როისი ეროვნულ გუნდთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე იმყოფება.  

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ჯოკოვიჩმა ბასილაშვილი თბილად მოიკითხა. მისი თქმით..." - რას წერს საქართველოს საქმეთა რწმუნებული

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით