ლევანდოვსკი "მანჩესტერში"?

2-08-2018, 09:31

"The Sun"-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედი" მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელის, რობერტ ლევანდოვსკის, შეძენას შეეცდება. ადგილობრივი მედიის თქმით, პოლონელი თავდამსხმელის ყიდვა ჟოზე მოურინიოს სურვილია. 

როგორც ირკვევა, "ბაიერნი" თავდამსხმელის გაშვებას არ გეგმავს, მაგრამ "წითელი ეშმაკების" აგენტები 29 წლის გოლიადორთან, პირადად აპირებენ შეხვედრას. გეტყვით, რომ ბოლო მონაცემებით, რობერტის ფასი 90 მილიონი ევროა.
 
შეგახსენებთ, ლევანდოვსკი "ბაიერნში" 2015 წლიდან ასპარეზობს და 126 მატჩში 106 გოლი გაიტანა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბელგიურმა პრესამ ჩაკვეტაძის ტრანსფერი დაადასტურა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით