სონი ინგლისური გრანდების ინტერესში

28-06-2018, 11:31

"Sport 1"-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედი" და "არსენალი", სამხრეთ კორეელი ფეხბურთელის, სონის დამატებას შეეცდებიან. წყაროს ცნობით, კლუბები აზიელთან მოლაპარაკებებს მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ აპირებენ. 

როგორც ირკვევა, კუნძულელები "ტოტენჰემის" შვიდიანის სანაცვლოდ, 70 მილიონ ევროს იხდიან. აღსანიშნავია, რომ სონი ამ ეტაპზე ინფორმირებული არ არის და ყველაფერს კლუბში დაბრუნების შემდეგ გაარკვევს. 

შეგახსენებთ, კორეელი "დეზების" რიგებში 2015 წელს ჩაირიცხა და 100 შეხვედრაში 30 გოლი გაიტანა. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბელგიური მედია: "პჟ"-სა და "იუნაიტედის" სკაუტები ჩაკვეტაძეს აკვირდებიან"

დაგვიმეგობრდით