გაბი ყატარში გადადის

10-08-2018, 20:12

მადრიდის "ატლეტიკოს" კაპიტანი, გაბი, დიდი ალბათობით, კარიერას ყატარულ კლუბში განაგრძობს.

ესპანური გამოცემების ინფორმაციით, 34 წლის ნახევარმცველმა უკვე მიაღწია შეთანხმებას "ალ სადთან" და მომავალ სეზონს სწორედ ამ კლუბში გაატარბს.

როგორც ცნობილია, გაბი სამ წლიან კონტრაქტს გააფორმებს ყატარულ გუნდთან, ყოველ წელს კი იგი ექვს მილიონ ევროს მიიღებს ხელფასის სახით.

შეგახსენებთ, რომ "ალ სადი" კატალონიის "ბარსელონას" ლეგენდარული ნახევარმცველის, ხავი ერნანდესის ამჟამინდელი კლუბია.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

იეს თორუპი" გიორგი ახალი წლის შემდეგ დაბრუნდება"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით