მოურინიომ უცნაური ტრანსფერი შეათანხმა

29-06-2018, 11:02

"BBC"-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედი" 35 წლის მეკარე ლი გრანტს შეუთანხმდა, რომელიც კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. 

როგორც ირკვევა, მოურინიო გრანტს გუნდის მესამე მეკარედ განიხილავს. გეტყვით, რომ "წითელი ეშმაკების" კარს, ძირითადად, ესპანელი დე ხეა იცავს, რომელსაც სერხიო რომერო ცვლის ხოლმე. 

შეგახსენებთ, ვეტერანი ფეხბურთელი ბოლოს "სტოკის ღირსებას" იცავდა. დავძენთ, რომ გრანტმა საფეხბურთო კარიერა, პროფესიულ დონეზე, "დერბიში" დაიწყო. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბელგიურმა პრესამ ჩაკვეტაძის ტრანსფერი დაადასტურა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით