სუსო შესაძლოა მადრიდის "რეალში" გადავიდეს

30-06-2018, 14:31

"Marca"-ს ინფორმაციით, მადრიდის "რეალის" ახალი მწვრთნელი, ხულენ ლოპეტეგი, კლუბის ხელმძღვანელებს სუსოს შეძენას ურჩევს. წყაროს ცნობით, ესპანელმა სპეციალისტმა პერესთან აღნიშნულ საკითხზე ისაუბრა და კონკრეტული პასუხებიც მიიღო. 

როგორც ირკვევა, ლოპეტეგი ღრმადაა დარწმუნებული, რომ "მილანის" შემტევი "სამეფო კლუბს" კიდევ უფრო გააძლიერებს. აღსანიშნავია, რომ ხულენი "როსონერის" რვიანს "ფურია როხას" ახალგაზრდული ნაკრებიდან იცნობს.
 
შეგახსენებთ, უეფამ "მილანი" ფინანსური დარღვევების გამო ევროთასებიდან 1 წლით მოჰკვეთა. იტალიური მედია წერს, რომ ლომბარდიულ გრანდს ბევრი ფეხბურთელი დატოვებს. სუსომდე ჰაკან ჩალჰანოღლუს, შესაძლო, ტრანსფერი დაანონსდა "მონაკოში". 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბელგიურმა პრესამ ჩაკვეტაძის ტრანსფერი დაადასტურა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით