კოსტაკურტა: "იტალიური ფეხბურთისთვის უეფას გადაწყვეტილება გაკვეთილი იქნება"

1-07-2018, 14:58

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის კომისარი და წარსულში "მილანის" ლეგენდარული ფეხბურთელი ალესანდრო კოსტაკურტა უეფასგან მიღებულ "როსონერის" სასჯელს გამოეხმაურა.

"სამწუხაროა, რომ ეს ფაქტი იტალიურ კლუბს შეემთხვა. მომხდარი ზოგადად კალჩოზე ცუდად იმოქმედებს და ახლა მხოლოდ იმაზე უნდა ვიფიქროთ, რომ მომავალში მსგავსი რამ აღარ განმეოდრეს".

"უეფაში ამ საქმის განხილვა დიდი ხნის წინ დაიწყეს და ფაქტობრივად ვიცოდით, როგორ ვერდიქტსაც მივიღებდით. ეს განაჩენი ჩვენთვის გასაკვირი არ ყოფილა".

"მილანში" გვითხრეს, რომ სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებენ, თუმცა არ ვიცი რა შედეგს გამოიღებს ეს მცდელობა".

"ფეხბურთის ფედერაციისთვის მომხდარი გაკვეთილი უნდა იყოს. ახლა მხოლოდ იმაზე უნდა ვიფიქროთ, თუ როგორ გამოვრიცხოთ ასეთი შემთხვევები მომავლისთვის", - კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი კოსტაკურტამ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბელგიურმა პრესამ ჩაკვეტაძის ტრანსფერი დაადასტურა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით