"არსენალმა" მცველი დაიმატა

3-07-2018, 11:01

საფეხბურთო კლუბ "არსენალის" ინფორმაციით, გუნდმა დორტმუნდის "ბორუსიას" მცველი, სოკრატის პაპასტატოპულოსი, ოფიციალურად გაიფორმა. როგორც ირკვევა, ბერძენმა ფეხბურთელმა "მეთოფეებთან" ხანგრძლივ კონტრაქტს მოაწერა ხელი. 

გეტყვით, რომ 30 წლის სოკრატისი ლონდონელების რიგებში 5-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს. უცხოური მედიის თქმით, "მეთოფეებმა" პაპასტატოპულოსი 19 მილიონად შეიძნეს. 

შეგახსენებთ,  პაპასტატოპულოსი გერმანელთა რიგებში 2013 წლიდან ასპარეზობს და ორჯერ მოიგო გერმანიის სუპერ თასი. დავძენთ, რომ ბერძენი ფეხბურთელი წლების განმავლობაში, "ვერდერის", "მილანისა" და "ჯენოას" რიგებში ირიცხებოდა. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბელგიურმა პრესამ ჩაკვეტაძის ტრანსფერი დაადასტურა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით