• 16-08-2023
    მიქაუტაძეს ახალი იტალიური ვარიანტი აქვს
    მიქაუტაძეს ახალი იტალიური ვარიანტი აქვს

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებისა და “მეცის” ახალგაზრდა შემტევმა, გიორგი მიქაუტაძემ საოცარი სეზონი ჩაატარა.

    მართალია, გიორგიმ ახალი სეზონი “მეცთან” ერთად დაიწყო, თუმცა დიდი შანსია იმისა, რომ ქართველმა თავდამსმხელმა ფრანგული გუნდი დატოვოს.

    BolognaSportnews-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბოლონია” მარკო არნაუტოვიჩის შემცვლელად სწორედ გიორგი მიქაუტაძეს მოიაზრებს.

    საგულისხმოა, რომ გიორგისთან ერთად იტალიური გუნდი “გენტის” თავდამსხმელის, უგო კეიპერსის ვარიანტსაც განიხილავს.

    Facebook კომენტარები