"ბარსელონა" "რეალის" ყოფილ მეკარეს ყიდულობს

3-07-2018, 15:25

კატალონიის "ბარსელონამ" შესაძლოა მადრიდის "რეალის" ყოფილი მეკარე, ანტონიო ადანი დაიმატოს.

ესპანური გამოცემა Diario AS-ის ინფორმაციით, "ბლაუგრანა" 31 წლის კიპერს იასპერ სილესენის შემცვლელად მოიაზრებს. როგორც ცნობილია, ჰოლანდიელი კლუბის დატოვებას და ინგლისში გადაბარგებას აპირებს.

წყაროს ცნობით, კატალონიელებმა უკვე დაიწყეს ანტონიოის თაობაზე მოლაპარაკებები და "ბეტისს" მის სანაცვლოდ 3 მილიონი ევროც შესთავაზეს.

შეგახსენებთ, რომ ადანი მადრიდის "რეალის" აღზრდილია და ის ამ კლუბში 2004-13 წლებში ირიცხებოდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბელგიურმა პრესამ ჩაკვეტაძის ტრანსფერი დაადასტურა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით