• 16-08-2023
    სტერლინგი: “მსურს, მერაბ დვალიშვილს გზა გავუხსნა ქამრისკენ”
    სტერლინგი: “მსურს, მერაბ დვალიშვილს გზა გავუხსნა ქამრისკენ”

    UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონმა, ალჯამეინ სტერლინგმა თავის მომავლის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა

    “თითქმის 100%-ით შემიძლია განვაცხადო, რომ ეს ჩემი ბოლო ბრძოლა იქნება სუპერმსუბუქ წონაში. თუკი მოვიგებ და მოვიგებ კიდეც, აუცილებლად ავალ მაღალ წონაში. მსურს, რომ მერაბ დვალიშვილს გზა დავუთმო ქამრისკენ. თუმცა არსებობს კიდევ ერთი მიზეზი, ბრძოლების შემდეგ ძალიან დიდ წონას ვიმატებ, რაც ურთულესი დასაკლებია”. - განაცხადა სტერლინგმა.

    ცნობისთვის, სტერლინგს შონ ო’მალისთან აქვს ჩანიშნული ორთაბრძოლა.

    ტეგები:
    Facebook კომენტარები