"ბარსა" ვილიანში 80 მილიონს იხდის

3-07-2018, 20:36

გავლენიანი "Mundo Deportivo"-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, კატალონიის "ბარსელონას" მესვეურები ლონდონური "ჩელსის" ბრაზილიელი ფეხბურთელით, ვილიანით არიან დაინტერესებულნი.

წყაროს ცნობით, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ესპანელი მთავარი მწვრთნელი მზადაა "არისტოკრატთა" გარემარბში 80 მილიონი ევრო გადაიხადოს და მოახლოებულ სატრანსფერო ფანჯარაზე გაიფორმოს.

აღნიშნული ტრანსფერი მხოლოდ და მხოლოდ მაშინ შედგება, როცა პაულინიო კატალონიურ გრანდს დატოვებს, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ "ბარსას" სამხრეთამერიკელი ახალწვეული გუნდიდან წასვლას არ აპირებს და "კამპ ნოუზე" დარჩენას კიდევ რამდენიმე წლით აპირებს.

ცნობისთვის, აღნიშნულ ინფორმაციას ჯერჯერობით არც ერთი მხარე ოფიციალურად არ ადასტურებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბელგიურმა პრესამ ჩაკვეტაძის ტრანსფერი დაადასტურა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით