ოფიციალურად: გიორგი არაბიძე "ნასიონალის" ფეხბურთელია

3-07-2018, 20:32

ევროპის ერთ-ერთ გამორჩეული საფეხბურთო ჩემპიონატის, პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში  ახლახანს დაბრუნებულმა კლუბმა "ნასიონალმა" საქართველოს ერვნული ნაკრების ახალგაზრდა ფეხბურთელი გიორგი არბიძე დაიმატა.

პორტუგალიური კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, "ახალგაზრდა ქართველმა მესიმ", როგორც მას უკრაინაში ეძახდნენ, 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

მოგეხსენებათ, 20 წლის ჩვენებურმა კარიერა თბილისის "ლოკომოტივში" დაიწყო 2015 წლიდან კი დონეცკის "შახტარის" ღირსებას იცავდა, თუმცა ძირითადად დუბლებში უწევდა თამაში.

რაც შეეხება "ნასიონალს", ეს გუნდი წლების მანძილზე პორტუგალიის პრიმეირა ლიგაში სტაბილურად ასპარეზობდა, თუმცა 2 წლის წინ 6 წამყვანი ფეხბურთელი გაყიდეს და ქვედა დივიზიონში დაქვეითდნენ. გასულ სეზონში კი სეგუნდა ლიგა მოიგეს და კვლავ ელიტაში დაბრუნდნენ.




კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ძალიან სამწუხარო სიახლე საქართველოს ნაკრებისთვის დიდი მატჩის წინ

დაგვიმეგობრდით