საქმეში "მანჩესტერიც" ჩაერთო

3-07-2018, 18:41

ჟოზე მოურინიო "მაჩესტერ იუნაიტედში" პრიორიტეტად ცენტრალური დაცვის გაძლიერებას განიხილავს, მისი მთავარი სამიზნე კი ალესიო რომანიოლია, თუმცა აღსანიშნავია, რომ იტალიელი მცველის გადაბირება ტურინის "იუვენტუსსაც" სურს.

"Corriere dello Sport"–ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "იუნაიტედმა" "როსონერის" 45 მილიონი და ბონუსების სახით დამატებით 5 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა ლომბარდიული გრანდისაგან მტკიცე უარი მიიღო.

ჯენარო გატუზომ მასიმილიანო მირაბელის ალესიო რომანიოლისა და ლეონარდო ბონუჩის შენარჩუნება დაუსახა პრიორიტეტად.

შეგახსენებთ, რომ ალესიო "მილანს" 2015 წელს "რომადან" 25 მილიონ ევროდ შეუერთდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბელგიურმა პრესამ ჩაკვეტაძის ტრანსფერი დაადასტურა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით