"ინტერის" ლეგენდა: "ყიფიანისთვის ფეხის დადება უზნეობა იქნებოდა"

3-07-2018, 22:24

"ყიფიანმა ბურთი ისე ოსტატურად ამართვა და წაიღო, რომ ფეხის დადება უზნეობა იქნებოდა", - ეს სტყვები მილანის "ინტერის" უდიდეს ლეგენდა ჯაჩინტო ფაკეტის ეკუთვნის, რომლის სხვანაირად მოგონება გამორიცხულია.

ფაკეტისთან დაკავშირებით ბუნებრივი და ჩვენი მოგონება 1977 წლის 14 სექტემბერია, როდესაც დათო ყიფიანმა სახელგანთქმულ მცველს ბურთი "აწაპნა" და "ინტერის" კარისკენ დაიძრა, ის კი გამოედევნა. ფაკეტი ძალიან ახლოს მისდევდა ყიფიანს და მისი წაქცევაც შეეძლო, თუმცა არ იკადრა, თანაც ქართველ ვარკსვლავს ბურთი ისე ოსტატურად მიჰქონდა, რომ წასართმევად ვერ მიუდგა, მომენტი კი გოლით დასრულდა - თბილისის "დინამომ" მილანში 1:0 მოიგო.

მერე დიდი გარჩევა ატყდა, რატომ არ დაუდო ფაკეტიმ ყიფიანს ფეხი? ამის შესახებ თავად ფაკეტისაც ჰკითხეს, მან კი უპასუხა, ყიფიანმა ბურთი ისე ოსტატურად ამართვა და წაიღო, რომ ფეხის დადება უზნეობა იქნებოდაო.

აქვე გეტყვით, რომ ფაკეტი "ინტერის" რიგებში მთელი კარიერის მანძილზე თამაშობდა და სულ ჩატარებულ 476 მატჩში მის აქტივში 59 გოლი იყო. საკლუბო დონეზე მის ტიტულების კოლექციას კი ყველა შესაძლო ტიტულ ავსებს, რისი მოგებაც კი შეიძლებოდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჩაკვეტაძე ბეილზე წინ, ქართველი ტალანტის უდიდესი მიღწევა

დაგვიმეგობრდით