ბოატენგი იტალიაში დაბრუნდა

4-07-2018, 12:10

"მილანის" ყოფილი ფეხბურთელი, კევინ-პრინს ბოატენგი, იტალიაში დაბრუნდა და მომავალი სეზონიდან "სასუოლოს" ღირსებას დაიცავს. წყაროს ცნობით, განელმა 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
 
გეტყვით, რომ ბოატენგი ბოლოს, ფრანკფურტის "აინტრახტში" ირიცხებოდა. გასულ სეზონში 31 წლის აფრიკელმა 31 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 6 გოლი გაიტანა.
 
შეგახსენებთ, ბოატენგი "მილანში" ჯერ 2010-2013 წლებში ასპარეზობდა. "სან სიროზე" 2016 წელს დაბრუნდა და შემდეგ, "ლას პალმასისკენ" აიღო გეზი. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბელგიურმა პრესამ ჩაკვეტაძის ტრანსფერი დაადასტურა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით