რონალდოს "იუვენტუსში" ტრანსფერი რეალურია

4-07-2018, 13:55

გავლენიანი გამოცემა "The Sun"-ი ირწმუნება, რომ ტურინის "იუვენტუსი" მადრიდის "რეალის" ვარსკვლავის, კრიშტიანუ რონალდუს, შეძენასთან ახლოსაა. წყაროს ცნობით, მსოფლიო ჩემპიონატიდან გავარდნის შემდეგ, პორტუგალიელმა იტალიურ ვარიანტზე ფიქრი დაიწყო. 

გაირკვა, რომ რონალდუ პერესის ქმედებებით უკმაყოფილოა და ნეიმარის შეძენის შემთხვევაში "სამეფო კლუბიდან" დაუყოვნებლივ წავა. თავის მხრივ ფლორენტინო გაჩერებას არ აპირებს და "Marca"-ს მიხედვით ბრაზილიელის სანაცვლოდ 310 მილიონის გადახდას აპირებს. "თეთრების" ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ 26 წლის სამხრეთ ამერიკელი ფიგუს, ზიდანისა და თანამემამულე რონალდოს ხაზსს გააგრძელებს. 

უცხოური მედის თქმით, პერესი მიმდინარე სატრანსფერი ბაზარზე გულუხვობას გამოიჩენს და ჟუნიორთან ერთად საფრანგეთის ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს, კილიან მბაპესაც, შეიძენს, რომლისთვისაც 162 მილიონი აქვს გამოყოფილი. 

აღნიშნული ტრანსფერების განხორიცელების შემდეგ, 33 წლის კრიშტიანუს მადრიდელთა რიგებში დარჩენის სურვილი აღარ ექნება, რადგან გუნდის ახალი მწვრთნელი, ხულენ ლოპეტეგი, ახალგაზრდებზე გააკეთებს აქცენტს. 

შეგახსენებთ, რონალდუს მთავარი მოთხოვნა ხელფასის გაზრდა იყო, მაგრამ, როგორც ჩანს "რეალის" მესვეურებს ხანში შესული ფეხბურთელი წელიწადში 40 მილიონ ევროდ არ უღირთ და აქცენტს ზემოთ ხსენებულ ფეხბურთელებზე გააკეთებენ.

 გაირკვა, რომ ინტერნეტსივრცეში დღეს გავრცელებული ფოტო სინამდვილეში გადაღებულია 2017 წელს, ტურინის აეროპორტში. შესაბამისად პორტუგალიელი იტალიაში ჯერ არ ჩასულა.



  • rename
  • 4 ივლისი 2018 20:30
"" ხანში შესული ფეხბურთელი"– ბოლო სამ წელიწადში 3–ჯერ იყო მსოფლოს ნომერ პირველი ფეხბურთელი.რომ არა რონალდუ,სულ ცოტა ორი ლიგით ნაკლები გვექნებოდა! რატომ უნდა ქონდეს მესის და ნეიმარს რონალდუზე მეტი ხელფასი.ასეთი არ დაფასების გამო წავა თუ წავიდა. ფულის ხამი რომ არაა ქველმოქმედებებიდანაც ჩანს.10 მილიონად გაყიდული რეალის ისტორია, სირცხვილია, სირცხვილი!!!

მთელი. გუნდი რო იტანს გოლს ერთ რონალდო იგივეს აკეთებს.
წავა და ვნახოთ რას იზამენ

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბელგიურმა პრესამ ჩაკვეტაძის ტრანსფერი დაადასტურა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით