მანჩინი: "რონალდუს ტრანსფერი სერია ა-ს წაადგება"

5-07-2018, 13:31

"Football-Italia"-ს ინფორმაციით, იტალიის ეროვნული გუნდის თავკაცმა, რობერტო მანჩინიმ, მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ რონალდუს ტრანსფერი "იუვენტუსში" სერია ა-ს გამოაღვიძებს. 

"რონალდუ "იუვენტუსში"? მსგავსი ტრანსფერი ძალიან მნიშვნელოვანია იტალიური ფეხბურთისთვის. ფაქტია, რომ კრიშტიანუს გადასვლით სერია ა-ში, რეფორმები გატარდება და ყველაფერი თავიდან დაიწყება", – განაცხადა მანჩინიმ.
 
შეგახსენებთ, მანჩინი აპენინელთა თავკაცად ახლახან მოგვევლინა და გუნდში ბალოტელი დააბრუნა. 53 წლის სპეციალისტის თქმით, "სუპერ მარიო" გაიზარდა და ნაკრებისთვის სასარგებლოა. დავძენთ, რომ რობერტო დე როსის შესაძლო დაბრუნებაზეც ალაპარაკდა და განაცხადა, რომ დანიელეს "ლურჯებში" ასპარეზობა ახლაც შეუძლია. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბელგიურმა პრესამ ჩაკვეტაძის ტრანსფერი დაადასტურა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით