• 16-08-2023
    "არ ვიცი ვართ თუ არა მატჩის ფავორიტები" - გუარდიოლას კომენტარი სუპერთასის ფინალამდე
    "არ ვიცი ვართ თუ არა მატჩის ფავორიტები" - გუარდიოლას კომენტარი სუპერთასის ფინალამდე

    მოგეხსენებათ, რომ 16 აგვისტოს გაიმართება გაიმართება სუპერთასის ფინალი, სადაც ჩემპიონთა ლიგისა გამარჯვებული, "მანჩესტერ სიტი" ევროპა ლიგის გამარჯვებულ, სევილიას დაუპირისპირდება.

    მატჩთან დაკავშირებით, "სიტიზენების" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გუარდიოლამ ისაუბრა:

    "ამ თასისთვის ბრძოლა ადვილი არაა, საჭიროა ჩემპიონთა ლიგა მოიგო და ევროპალიგა მოიგო. შესაძლოა, სევილიასთვის ეს უფრო ადვილია, რადგან ევროპალიგა უკვე რამდენჯერმე მოიგო. ვფიქრობ, ლა ლიგაში წაგების შემდეგ ისინი უფრო სახიფათონი არიან"

    "დე ბრუინის ტრავმა მძიმეა, უახლოეს დღეებში გადავწყვეტთ, გაიკეთოს თუ არა, ოპერაცია. თუ გავუკეთებთ, 3-4 თვე დაგვაკლდება და ამ დროით მისი არყოფნა ჩვენთვის დიდი დანაკლისი იქნება. ჩვენთვის ის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მაგრამ რაც არის, ესაა"

    "არ ვიცი, ვართ თუ არა, მატჩის ფავორიტები. თითქმის ყოველთვის გვეუბნებიან, რომ ფავორიტები ვართ, მაგრამ ეს არ გვაძლევს მატჩს დაწყებიდან 5 წუთში ორბურთიან უპირატესობას. სევილიას ფინალებთან განსაკუთრებული კავშირი აქვს, რაც რომასთან მატჩშიც აჩვენა" - განაცხადა ესპანელმა.

    Facebook კომენტარები