ოფიციალურად: რონალდოსთან დაკავშირებით ინფორმცია დადასტურდა

6-07-2018, 09:31

იტალიური მედიის ინფორმაციით, ტურინის "იუვენტუსი" კრიშტიანუ რონალდუს ოფიციალურად, 7 ივლისს წარადგენს. წყაროს ცნობით, გუნდის სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი და გენერალური დირექტორი ჯუზეპე მაროტა კერძო თვიმთმფრინავით მადრიდში გაფრინდნენ.

გეტყვით, რომ მადრიდში გამგზავრებამდე პარატიჩი და მაროტა კლუბის პრეზიდენტსა და მწვრთნელს შეხვდნენ. უცხოური მედია ირწმუნება, რომ საუბარი 2 საათს გაგრძელდა და საბოლოო გადაწყვეტილებაც მიიღეს. 

შეგახსენებთ, ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში, პორტუგალიელი შემტევი "ბებერ ქალბატონთან" 4-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. დავძენთ, რომ 33 წლის რონალდუ წელიწადში 30 მილიონს მიიღებს. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბელგიურმა პრესამ ჩაკვეტაძის ტრანსფერი დაადასტურა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით