ვაწაძე "დინამოში" დაბრუნდა

6-07-2018, 12:35

მათე ვაწაძე "დინამოში" დაბრუნდა. 29 წლის ფორვარდმა მშობლიურ კლუბთან ხელშეკრულება სეზონის ბოლომდე გააფორმა. ვაწაძე "დინამოში
2005-დან 2010 წლის ბოლომდე ასპარეზობდა და ჩემპიონატში ჩატარებულ 68 მატჩში 32-ჯერ გამოიჩინა თავი.

ბოლოს, ეროვნული ნაკრების ფორვარდი დანიური "სილკებორგის" ღირსებას იცავდა. დანიის სუპერლიგაში, "სილკებორგის" მაისურით ჩატარებულ 12 მატჩში ვაწაძემ 3-ჯერ შეძლო თავის გამოჩენა.

ასევე, მას ქართული კლუბებიდან გორის "დილასა" და თბილისის "ლოკომოტივში" აქვს ნათამაშები.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჩაკვეტაძე ბეილზე წინ, ქართველი ტალანტის უდიდესი მიღწევა

დაგვიმეგობრდით