"მანჩესტერი" შაქირის ტრანსფერს გეგმავს

7-07-2018, 12:01

"The Sun"-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედი" ჯერდან შაქირის შეძენას შეეცდება. როგორც ირკვევა, "წითელი ეშმაკების" ხელმძღვანელები ფეხბურთელის სანაცვლოდ, 12 მილიონ ევროს გადაიხდიან. 

გეტყვით, რომ შვეიცარიელი ფეხბურთელი 2015 წლიდან "სტოკ სიტის" ღირსებას იცავს და 84 შეხვედრაში 15 გოლი გაიტანა. "წითლების" მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო მიიჩნევს, რომ შაქირი გუნდს გააძლიერებს. 

შეგახსენებთ, შაქირი წლების განმავლობაში, "ბაიერნისა" და "ინტერის" ღირსებას იცავდა. საფეხბურთო კარიერა კი, "ბაზელში" დაიწყო. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბელგიურმა პრესამ ჩაკვეტაძის ტრანსფერი დაადასტურა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით