ბაკა სათამაშოდ თურქეთში მიდის

8-07-2018, 11:27

კარლოს ბაკას კოლუმბია მსოფლიო ჩემპიონატს დაემშვიდობა და გამოცდილ თავდამსხმელს უკვე საკლუბო კარიერაზე უწევს გადართვა. კარლოსს ესპანეთში სურს კარიერის გაგრძელება, სადაც ბოლოს "ვილიარეალის" ღირსებას იცავდა, თუმცა "ყვითლებს" მისი გამოსასყიდი თანხის, 15,5 მილიონი ევროს გადახდა არ სურთ.

"Calciomercato.com"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თურქულმა "ტრაბზონსპორმა", სადაც ყოფილი "მილანელი" იურაი კუცკა ასპარეზობს "როსონერის" კოლუმბიელი ფორვარდის სანაცვლოდ 18 მილიონი ევრო შესთავაზა.

თავად ფეხბურთელს სამ წლიანი კონტრაქტი და წელიწადში ხელფასის სახით ხუთი მილიონი ევრო შესთავაზა, დამატებით ორი მილიონი კი ტრანსფერის გაოფიციალურებისთანავე ბაკას ანგარიშზე ჩაირიცხებოდა, თუმცა კარლოსმა ამ ყველაფერზე უარი განაცხადა.

როგორც ჩანს, კოლუმბიელი ფეხბურთელისათვის ანაზღაურება მეორე ხარისხოვანია და სურს, რომ "ტრაბზონსპორზე" უფრო პრესტიჟულ და ანგარიშგასაწევ კლუბში ითამაშოს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბელგიურმა პრესამ ჩაკვეტაძის ტრანსფერი დაადასტურა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით