"ჩელსიმ" კონტეს შემცვლელის ძებნა დაიწყო

8-07-2018, 12:35

დიდი ალბათობით, მიმდინარე ზაფხულს ლონდონის "ჩელსის" ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება. ინგლისელები უკვე განიხილავენ რამდენიმე კანდიდატს ანტონიო კონტეს ჩასანაცვლებლად.

ესპანური გამოცემა Goal-ის ინფორმაციით, "არისტოკრატებს" ახალი სეზონიდან ლორან ბლანი გაუძღვება. წყაროს ცნობით, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი დამრიგებელი უკვე ლონდონში იმყოფება და შეხვედრებს მართავს.

როგორც ცნობილია, ანტონიო კონტე კომპენსაციის სახით 9 მილიონ ევროს მიიღებს. რაც შეეხება მის მომავალს, იტალიელი სპეციალისტი, სავარაუდოდ, მადრიდის "რეალს" ჩაიბარებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

იეს თორუპი" გიორგი ახალი წლის შემდეგ დაბრუნდება"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით