მათეუსი: "არ მჯერა, რომ რონალდუ იტალიაში წავა"

8-07-2018, 14:02

"gazzetta.it"-ის ინფორმაციით, მილანის "ინტერის" ყოფილმა ფეხბურთელმა, ლოთარ მათეუსმა, კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ კრიშტიანუ რონალდუს "იუვენტუსში", შესაძლო, გადასვლის არ სჯერა. 

"არ მჯერა, რომ რონალდუ "იუვენტუსში" გადავა. ჩვენ ვიცით, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ტრანსფერი გაოფიციალურებული არ არის. კრიშტიანუ  მსოფლიოს საუკეთესო კლუბში თამაშობს და ვერ ვხვდები რატომ უნდა გადავიდეს ტურინში. მისი იტალიაში გადასვლა ყველაფერს შეცვლის. მას აქვს შანსი 18 წლის ასაკში აუხდენელი ოცნება აიხდინოს და იტალიაში წავიდეს, მაგრამ 9 წლიანი ტიტულებით სავსე კარიერის სხვა კლუბში გაგრძელება უბრალოდ წარმოუდგენელია", –  განაცხადა მათეუსმა. 

შეგახსენებთ, მადრიდელთა შვიდიანის შეძენა "ბებერი ქალბატონის" ხელმძღვანელობას გადაწყვეტილი აქვს. უცხოური მედია ირწმუნება, რომ ესპანეთში "იუვენტუსის" წარმომადგენლები იმყოფებიან და მოლაპარაკებას აწარმოებენ.

ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში 33 წლის შემტევი 4-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და წელიწადში 30 მილიონს მიიღებს. 
 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბელგიურმა პრესამ ჩაკვეტაძის ტრანსფერი დაადასტურა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით