რონალდუ მიდის, მადრიდში ერთმანეთს ეკამათებიან

8-07-2018, 15:19

"Marca"-ს ინფორმაციით, მადრიდის "რეალში" არეულობაა. წყაროს ცნობით, "სამეფო კლუბის" ყოფილი პრეზიდენტი, რამონ კალდერონი, გუნდის წარმომადგენლებს აფრთხილებს, რომ კრიშტიანუ რონალდუს წასვლა დამღუპველია. 

როგორც ირკვევა, ესპანურ გრანდში პორტუგალიელის წასვლის საკითხი მწვავედ დგას. ადგილობრივი მედიის მტკიცებით, მადრიდელთა შვიდიანი უახლოეს დღეებში ტურინის "იუვენტუსში" ჩაირიცხება. აღნიშნული ფაქტის მიზეზი კი, 33 წლის შემტევისა და რეალის მესვეურებს შორის მომხდარი ინციდენტია. 

კრიშტიანუ ხელფასის გაზრდას ითხოვდა და პლუს ნეიმარის ტრანსფერის დაბლოკვის სურვილი ჰქონდა. საბოლოო, ფლორენტინო პერესმა არც ერთი არ დააკმაყოფილა. შედეგად, პორტუგალიელმა იტალიაში სახლის ძებნა დაიწყო და როგორც ირკვევა იპოვა კიდეც. 

შეგახსენებთ, "ბიანკონერი" რონალდუს სანაცვლოდ 100 მილიონს იხდის და ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში ფეხბურთელს წელიწადში 30 მილიონს გადაუხდის. რაც შეეხება ნეიმარს, "თეთრები" ბრაზილიელის ყიდვას 310 მილონად გეგმავენ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბელგიურმა პრესამ ჩაკვეტაძის ტრანსფერი დაადასტურა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით