მოდრიჩი: "იმედი მაქვს, რონალდო ამ ნაბიჯს არ გადადგამს"

8-07-2018, 10:22

მადრიდის "რეალისა" და ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა ესპანურ მედიასთან ბოლო დროს გავრცელებულ ცნობებზე ისაუბრა, რომელთა მიხედვითაც, მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე კრიშტიანო რონალდო "იუვენტუსის" ფეხბურთელი გახდება.

ხორვატი ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ პორტუგალიელი "სამეფო კლუბისთვის" დიდი ძალაა, კლუბის მესვეურები ამ შეცდომას არ დაუშვებენ და არც კრიშტიანო ისურვებს  გუნდიდან წასვლას.

"მგონია, რომ რონალდო ამ ნაბიჯს არ გადადგამს. ის ჩვენთვის დიდი ძალაა და ეს შეცდომა კლუბის ხელმძღვანელებმა არ უნდა დაუშვან. იმედი მაქვს, ერთად კიდევ დიდი ხანი ვითამაშებთ. ის სხვა კლუბში ვერ წარმომიდგენია", - ამბობს მოდრიჩი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბელგიურმა პრესამ ჩაკვეტაძის ტრანსფერი დაადასტურა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით