"ბარსა" პოგბაში 120 მილიონს იხდის

8-07-2018, 16:08

კატალონიის "ბარსელონას" ხელმძღვანელები ზაფხულში "მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგი ნახევარმცველის, პოლ პოგბას გადაბირებას აპირებენ. აღნიშნულ ინფორმაციას გავლენიანი "Mundo Deportivo" ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ანტუან გრიზმანის ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ესპანელი თავკაცი ხსნას პოგბაში ხედავს და ცდილობს იგი დიდი ხელფასითა და საუკეთესო პირობებით მოისყიდოს.

როგორც ცნობილი გახდა, ერნესტო ვალვერდე მზადაა "წითელი ეშმაკების" ერთ-ერთ ლდიერში მთელი თავისი თანხები დახარჯოს და იგი ამ ზაფხულს 120 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინოს.

კატალონიელი ჯურნალისტების მტკიცებით, აღნიშნული ტრანსფერის შესახებ "ბარსას" არგენტინელი სუპერვარსკვლავი ლიონელ მესიც იმფორმირებულია და მწვრთნელის გადაწყვეტილებას მხარს უჭერს.

ცნობისთვის, აღნიშნულ ინფორმაციას ჯერჯერობით არც ერთი მხარე არ ადასტურებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

იეს თორუპი" გიორგი ახალი წლის შემდეგ დაბრუნდება"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით