ოფიციალურად: ესპანეთის ნაკრები ისევ უმწვრთნელოდ დარჩა

8-07-2018, 17:28

მოგეხსენებათ, მუნდიალის დაწყებამდე 2 დღით ადრე ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ "ფურია როხას" აწ უკვე ყოფილი მწვრთნელი ხულენ ლოპეტეგი თანამდებიბიდან გაანთავისუფლა. მიზეზი კი მადრიდის "რეალთან" დადებული კონტრაქტია, რომლის მიხედვითაც ხულენი "სამეფო კლუბს" 3 წლის განმავლობაში უთავკაცებს. 

მალევე ლოპეტეგი ფერნანდო იერომ შეცვალა, რომელმაც ესანეთი მუნდიალზე ჯგუფიდან გაიყვანა, თუმცა რუსეთთან დამარცხდა და შინ დაბრუნება ნაადრევად მოუწია.

როგორც ახლახანს გახდა ცნობილი, იერომ მსოფლიო ჩემპიონატზე მიღწეული შედეგით უკმაყოფილო დარჩა და ამ მიზეზით დაკავებული თანამდებობა უკვე დატოვა.

ეს ინფორმაცია ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაშიც დაადასტურეს და ფერნანდოს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადეს. ვინ შეცვლის იეროს, ჯერჯერობით უცნობია.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბელგიური მედია: "პჟ"-სა და "იუნაიტედის" სკაუტები ჩაკვეტაძეს აკვირდებიან"

დაგვიმეგობრდით