პერესმა საგანგებო სხდომა დანიშნა

8-07-2018, 18:48

ცნობილმა იტალურმა სპორტის არხმა "Sky Sports"-მა კრიშტიანუ რონალდის ტურინში "იუვენტუსში" შესაძლო ხმაურიან ტრანსფერზე ახალი ცნობები გაავრცელა. 

წყაროს ინფორმაციით, დღეს მადრიდის "რეალის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა კლუბის დირექტორთა საბჭოს წევრებს საგანგებო სხდომის გამართვის შესახებ აცნობა, რომელიც ორშაბათს დაიგეგმა და რომელზეც ის პარტნიორებს პორტუგალიელის გასხვისების შესახებ შეატყობინებს.

თავის მხრივ, აპენინზე ვცერდება ცნობები, რომ "ოქროს ბურთის" ხუთგზის მფლობელი, რომელიც ამჟამად ოჯახთან ერთად საბერძნეთის ერთ-ერთ კურორტზე ისვენებს, ტურინში სამშაბათს ჩავა და სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

საინტერესოა, რომ ახლახანს რონალდომ ჩინეთიდან შეთავაზება მიიღო, რომელიც ასტრონომიულ ანაზღაურებას ითვალისწინებდა, თუმცა 33 წლის ფეხბურთელს გეგმებში დიდი ფეხბურთის დატოვება არ შედის.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბელგიურმა პრესამ ჩაკვეტაძის ტრანსფერი დაადასტურა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით