"ბარსამ" პაულინიო გაანაწყენა - ბრაზილიელი ჩინეთში ბრუნდება

8-07-2018, 19:06

გავლენიანი "Mundo Deportivo"-ს ინფორმაციით, კატალონიის "ბარსელონას" ბრაზილიელი ახალწვეული, პაულინიო ბეზერა გუნდის დატოვებას და კვლავ ჩინეთში დაბრუნებას აპირებს.

ჟურნალისტთა მტკიცებით, ამ ყველაფრის მიზეზი შეიძლება "ბარსას" მესვეურთა სამომავლო ტრანსფერები და სხვა ფეხბურთელებით დაინტერესება გახდეს. აქვე გეტყვით იმასაც, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ბოსებზე განაწყენებული ბრაზილიელი კვლავ "გუანჩჟოუ ევერგრანდში" დაბრუნებას და კარიერის ჩინეთში გაგრძელებას აპირებს.

სხვა გამოცემათა მტკიცებით, პაულინიოს ყოფილი ხელმძღვანელები "ბარსას" ნახევარმცველის გადაბირებას 50 მილიონ ევროდ გეგმავენ.

შეგახსენებთ, რომ "ბლაუგრანამ" ბეზერა ჩინური კლუბიდან გასულ წელს 40 მილიონ ევროდ იყიდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

იეს თორუპი" გიორგი ახალი წლის შემდეგ დაბრუნდება"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით