მანე: "ჟურნალისტები იტყუებიან"

9-07-2018, 11:12

"ლივერპულის" სენეგალელმა ფეხბურთელმა, სადიო მანემ, მადრიდის "რეალთან" კავშირზე ისაუბრა. მისი თქმით, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა და "სამეფო კლუბიდან" შემოთავაზება არ ყოფილა. 

"მე ვრჩები "ლივერპულის" ფეხბურთელად და შეუერთდები კლუბს ამერიკის შეერთებულ შტატებში მოსამზადებელი ეტაპის დაწყებისთანავე. "რეალი" დიდებული გუნდია, მაგრამ ამ ეტაპზე, მხოლოდ "ლივერპულზე" ვფიქრობ. ბევრი დაიწერა, რომ "რეალს" ჩემი შეძენა სურს, მაგრამ ეს ტყუილია, –  განაცხადა მანემ. 

შეგახსენებთ, მანემ, გასულ სეზონში, ყველა ტურნირში 33 გოლი გაიტანა. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

იეს თორუპი" გიორგი ახალი წლის შემდეგ დაბრუნდება"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით